უფასო ტრენინგები და საჯარო ლექციები ფერმერებისთვის

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

გთხოვთ მობრძანდეთ !

ტრენინგი ფერმერებისთვის (21 სექტემბერი, დასაწყისი: 10:00 სთ)

  1. „მინიმალური“ და „ნულოვანი“ ტექნოლოგიების გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ ზონაში;
  2. კარტოფილის წარმოების თანამედროვე მინიზირებული ტექნოლოგია;
  3. ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების მექანიზაცია;
  4. სახნავ აგრეგატში წევის ძალის შემცირების გზები.

საჯარო ლექცია/პრეზენტაციები (21 სექტემბერი, დასაწყისი: 10:00 სთ)

  1. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა და მისი როლი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემაში;
  2. „ბიოაგროწარმოება-სოფლის მეურნეობის მომავალი“;
  3. მეძროხეობა – გუშინ, დღეს და ხვალ საქართველოში;
  4. მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები;
  5. ქართული ფუტკრის პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) იდენტიფიცირება და სანაშენე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
  6. როგორ შეიძლება ბრუცელოზის ლიკვიდაციის მიღწევა საქართველოში;
  7. ცხოველების პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებათა ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის შესახებ;
  8. ბუნებრივი საკვები სავარგულების არსებული მდგომარეობა და მათი რაციონალური გამოყენება.

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი N17

განცხადებას ავრცელებს – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა