უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი).

საქსტატის წინაწარი მონაცემებით, 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა.

ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა.

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.

მეოთხე ადგილზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოებია, 170. 9 მლნ. აშშ დოლარი, მთელი ექსპორტის 6.3 პროცენტი წილით.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში

თქვენი რეკლამა