უკრაინული შაქრის ექსპორტი რეკორდულად მაღალია

114 Views

უკრაინული თეთრი შაქრის ექსპორტი, წლის ბოლომდე 250 000 ტონას მიაღწევს-ეს კი რეკორდული მაჩვენებელია. ასეთი პროგნოზი გააკეთა უკრაინის შაქრის მწარმოებელთა ეროვნულ ასოციაციამ.

ასოციაციის პრესრელიზში ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინული თეთრის შაქრის ყველაზე მეტ იმპორტს ანხორციელებენ, მათ შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი, ჰონკონგი.

2016 წელს შაქრის ჭარხლის ნათესი ფართობები 30%-ით არის გაზრდილი 2015 წელთან შედარებით.

სახელმწიფო ფისკალური სამსახურის სტატისტიკით, 2015 წელს უკრაინამ 115 000 ტონა თეთრი შაქარი გაიტანა ექსპორტზე.

შაქრის წარმოებაში არსებული მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, უკრაინის შაქრის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია, აპირებს მიმართოს აგროპლიტიკის სამინისტროს, ევროკავშირის ქვოტის 15-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით (300 000 ტონა-არსებული 20 000 ტონის ნაცვლად).

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB