უკრაინაში სელის წარმოებით დაინტერესება იზრდება

135 Views

უკრაინაში ბოლო წლებში, ყოველწლიურად იზრდება სელის წარმოება.

სელი მაღალი რენტაბელობით, გარემო პირობებისადმი ნაკლები მოთხოვნილებით და ნეგატიური ბუნებრივი ფაქტორებისადმი გამძლეობით გამოირჩევა.

უკრაინაში,  სელის მოყვანაზე, ტექნოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, საშუალო დანახარჯი  6.5 ათას გრინვას/ჰექტარზე (240 აშშ დოლარი) შეადგენს.

მინიმალური მოსავლინობის (1ტ/ჰა-ზე) პირობებში, კულტურის რენტაბელობა 30-40%-ია, სათანადო მოვლისა და ტექნოლოგიური ციკლის დაცვის შემთხვევაში, მოსავლიონაბამ 1 ჰექტარზე შესაძლოა 2-2,5 ტონას მიაღწიოს, შებამისად გაიზრდება რენტაბელობაც.

აღსანიშნავია, რომ მაღალი რენტაბელობის გარდა, სელს კიდევ აქვს მთელი რიგი უპირატესობები: კულტურის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა კლიმატურ ზონებში, ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგისადმი, გვალვაგამძლეა, მოსახერხებელია თესლბრუნვაში, აქვს მოვლა-მოყვანის მარტივი ტექნოლოგია და გამძლეა მავნებელ-დაავადებებისადმი.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB