უკრაინამ 100 მლნ. დოლარის თაფლი გაიტანა ექსპორტზე

თაფლი

2016 წელს, უკრაინამ თაფლის ექსპორტით 100 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ, პოლტავაში გამართულ, სრულიად უკრაინის მეფუტკრეობის კონფერენციაზე, აგრარული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, ოლგა ტროფიმცევამ ისაუბრა.

„გასულ წელს ქვეყანაში, თაფლის ექსპორტით ფაქტიურად 100 მლნ. დოლარი შემოვიდა. ეს ძალიან კარგია და ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ტენდენციას. მიუხედავად პრობლემებისა თაფლის წარმოება და ექსპორტი იზრდება, მიწოდება ძირითად ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა, თუმცა უკრაინული თაფლი შევიდა იაპონიაშიც და ჩრდილოეთ ამერიკაშიც, კერძოდ კანადაში“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციის მიმდინარეობისას, მეფუტკრეობის დარგის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისეთ საჭირბოროტო საკითხზეც იმსჯელეს, როგორიცაა კოოპერაცია.

მათი თქმით აუცილებელია კოოპერატვიბის შექმნა, რადგან ამ ბიზნესის განვითარება ცალკეული მეფუტკრეებისთვის ძალიან რთულია.

თქვენი რეკლამა