ციტრუსის მოსავლის აღება დასკვნით ფაზაში შედის

120 Views

24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა  23,720 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 18,250 ტონა იყო.

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე  სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 6,822 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 6,739 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501).

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB