თხილის საუკეთესო მოსავალი კარტლისის დახმარებით

442 Views

წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარმატებული არის თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის, რომლებმაც წამლობები  ჩაატარეს კომპანია კარტლისის სპეციალისტების მიერ შედგენილი სქემის მიხედვით და  მიიღეს საუკეთესო შედეგები, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

აქვე ავღნიშნავთ, რომ წამლობის სქემა ყველა ფერმერისთვის ინდივიდუალურია საჭიროების (მავნებელ-დაავადებების აქტივობის) მიხედვით.

მოსავლის აღება კარგია, თუმცა მისი აღებისთანავე უნდა ვიზრუნოთ ბაღში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებისათვის, კერძოდ:

შემოდგომით, ფოთლცვენის შემდეგ, უნდა დავიწყოთ წამლობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ, სპილენძის შემცველი პრეპარატებით (კოსაიდი, ჩემპიონი, კუპროქსატი) და მასთან ერთად, კომბინირებულად მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ გამოვიყენოთ ინსექტო-აკარიციდები. (ტალსტარი, სტარკლი, სუპერკილ-ფორტე და სხვა).

რაც შეეხება გასხვლა-ფორმირებას რეკომენდირებულია მისი ჩატარება ნოემბერ-დეკემბერში. პირველ რიგში გამოვჭრათ დაკნინებული, დაავადებული, მავნებლის მიერ დაზიანებული ტოტები.

მინერალური სასუქები (ევროპაკი, ევროტიმი, როსაფერტი) შევიტანოთ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, ახალგაზრდა ბაღში 100-150 გრამის ოდენობით ძირზე, სრულმოსავლიან ბაღში 400-500 გრამი ძირზე.

განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ბელგიური წარმოების სასუქების გროგრინების სერიის გამოყენება ფოთლოვან კვებაში, ის მდიდარია მიკრო და მაკრო ელემეტებით, რომელიც აუცილებელია მცენარისათვის.

კარტლისის სპეციალისტები მუდმივად უწევენ ფერმერებს მონიტორინიგს ინდივიდუალურად შედგენილი დაცვის სქემის მიხედვით და შედეგიც სახეზეა…

იხილეთ ვიდეო

ვიდეო მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კარტლისის საიტს: http://www.cartlis.ge/
ან FB გვერდს: https://www.facebook.com/cartlis

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB