„თხილის მინდვრის დღე“ ზუგდიდში, თხილის მოყვანის სახელმძღვანელო

თხილი

კიდევ ერთი საინტერესო დღე სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის! ქ. ზუგდიდში „თხილის მინდვრის დღე“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულმა პირებმა და ფერმერებმა იხილეს თხილის ნაკვეთები, მიიღეს საინტერესო ინფორმაცია თხილის მოვლის, ვარჯის ფორმირების, მავნებელ-დაავადებებისგან დაცვისა და მინერალური სასუქებით გამოკვების შესახებ.

ღონისძიებაზე დამსწრე ფერმერებს მცირე საჩუქრებთან ერთად გადაეცათ, თხილის მოვლის სახელმძღვანელო „თხილის კულტურა“.

გთავაზობთ აღნიშნული სახელმძვანელოს ელ. ვერსიას. დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე)

ღონისძიება „აგროსფეროს“ მხარდაჭერით და ადგილობრივი პარტნიორი კომპანია „ბესთსერვისის“ ორგანიზებით გაიმართა.

„თხილის მინდვრის დღეზე“ ფერმერები გაეცნენ გერმანული კომპანია Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ნორვეგიული კომპანია Yara-ს სასუქებს. იხილეს რამდენიმე ნაკვეთი სადაც სწორედ ამ პრეპარატებისა და სასუქებით შედგენილი პროგრამის გამოყენებით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.

საკონტაქტო ინფორმაცია

დარეკეთ აგროსაკონსულტაციო ხაზზე: 2 500 900;
ან ეწვიეთ ვებ. გვერდს: http://agrosphere.ge

თქვენი რეკლამა