თბილისში ყველის ფესტივალი გაიმართება

18 ნოემბერს, 11:00 საათზე, ვარდების მოედანზე, ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე გახსნიან.

ფესტივალში ყველის მწარმოებელი 50 კომპანია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ მონაწილეობას.

წარმოდგენილი იქნება, როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იქნება ყველის ამოყვანის მეთოდები. დამთვალიერებლები გაეცნობიან დამბალხაჭოს და ყველის სხვადასხვა სახეობის დამზადების პროცესს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყველის დეგუსტაცია-გაყიდვა.

თქვენი რეკლამა