„თაფლი საჩინო“ ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს დაეხმარა

52 Views

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს 30 სკა ფუტკრის ოჯახებით საჩუქრად გადასცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მეორე დონის კოოპერატივია, რომელშიც მეფუტკრეობის დარგის 5 კოოპერატივი „ვაშლარა“, „ორე ეტ ლაბორა“, „ლოცვა და შრომა“, „ისრითი“, „ზეკარი“ არის გაერთიანებული. ჯამში ამ კოოპერატივებში 76 მეფუტკრეა.

2017 წელს კოოპერატივ „თაფლი საჩინოს“ სამთაბაროდ გადაყვანილი 1000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა გაუნადგურა, სახელმწიფო დახმარებითა და სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივმა მეურნეობის აღდგენა შეძლო.

„სწორედ კოოპერაციამ, მისცა შესაძლებლობა კოოპერატივ “თაფლი საჩინოს“ წევრებს ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ სტიქიას და აღედგინათ მეურნეობა. სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მძლავრ სუბიექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს.“ განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB