ტექნიკაზე ფერმერების თანადაფინანსება (გრანტის სახით) 150 000 ლარამდე იქნება

2234 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს.

განაცხადების მიღება ხორციელდება ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში“ 28.03.2019 -დან.

პროგრამის პირობები

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.

სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება აღემატება 300,000 ლარს.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები;

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;

პროგრამის ბენეფიციარი

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას;

პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

შეზღუდვები:

პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი;

ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკას ვერ გაყიდის/გაასხვისებს 5 წლის განმავლობაში;

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 წლის ვადით;

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში;

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი, ამასთანავე თუ ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარი მოახდენს სალიზინგო კომპანიისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადმოფორმებას, ვალდებულია ტექნიკა დააგირავოს სააგენტოს სასარგებლოდ გადმოფორმებიდან 5 წლის ვადის გასვლამდე დარჩენილ პერიოდზე.

ინტერესთა კონფლიქტი

პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლოს-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში.

დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის წარდგენისთვის ეწვიეთ სააგენტოს ვებ. გვერდს www.apma.ge

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB