სპეციალური ტექნიკის შესაძენად შპს „მექანიზატორი“ მომწოდებლებთან შეხვედრას გეგმავს

2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ტექნიკის  შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც იწვევს საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს.

დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულზეა განთავსებული:

http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx

შეხვედრა, შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის 27 დეკემბერს 18:00 საათზე შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

საქართველო, ქ.თბილისი, 0159, სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა 3 სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს „მექანიზატორი“-ს შესყიდვების მენეჯერი თემურ ცუცქირიძე
მობ: +995 551 420 520
ელ. ფოსტა: tsutskiridze@mechanization.ge
მის: ქ. თბილისი, სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა II სართული.

თქვენი რეკლამა