სორგო – ბიოსაწვავისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კულტურა

სორგო, ბიოსაწვავი

აშშ-ში გამოავლინეს მცენარე, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება ბიოსაწვავის წარმოებას, ეს არის სორგო.

სორგოს 1მ2-ზე გაანგარიშებით, შეუძლია უფრო მეტი ბიოსაწვავის მოცემა, ვიდრე სხვა კულტურებს, ამასთან მის მოყვანას გაცილებით ნაკლები დანახარჯები სჭირდება, მოვლის, მცენარეთა დაცვის და განოყიერების საშუალებების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ სორგოს ბიოსაწვავის წარმოებაში ნედლეულად ეფექტური გამოყენებისთვის, საჭიროა დაავადებების, მავნებლების და კლიმატური პირობებისადმი ჯიშის გამძლეობის კიდევ უფრო ამაღლება.

კვლევები ტარდებოდა ფლორიდის, ნებრასკას, ვაშინგტონის, მისურის შტატების უნივერსიტეტებში.

სორგო (ლათ. Sorghum) ერთ და მრავალწლოვანი მცენარის მარცვლოვანი მცენარეა. კულტურაში ცნობილია ჩვეულებრივი სორგო, შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვა.

ზოგადად სორგოს მრვალგვარი გამოყენება აქვს, რამოდენიმეს ჩამოთვლაც საკამრისი იქნება წარმოდგენის შესაქმნელად: მისი მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს, ბურღულს, სპირტს, სახამებელს, ნამჯას იყენებენ ქაღალდის და მუყაოს წარმოებაში, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია…

საქართველოში უფრო მშრალ, ურწყავ მიწებზე მოდის, გვალგამძლე მცენარეა. უძველესი ადგილობრივი ჯიშია – ჯიქურა Sorghum bicolor  ‘Jiqura’ მოჰყავდათ მაღალმთიან რაიონებში.

სორგო, ბიოსაწვავი

იხილეთ აგრეთვე: სორგო – თესვა, მოვლა-მოყვანა, რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა