სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

სოფლის, გაძლიერება

FAO-ს ახალი კვლევის მიხედვით, სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევის – „სახელმწიფო, სურსათი და სოფლის მეურნეობა 2017“ –  თანახმად, სოფელს გადამწყვეტი როლი აკისრია, აგრარული სექტორის, საკვები პროდუქტებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სექტორების ეკონომიკურ ზრდაში.

აღნიშნული ზრდის მისაღწევად, მნიშნველოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს სოფლის, და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სადაც მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე ხელმოკლე და გაჭირვებული ნაწილი ცხოვრობს – ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ 1960 წელს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 22% (460 მილიონი) ცხოვრობდა ქალაქებში, უახლესი მონაცემებით მოსახლების 49% (3 მილიარდი) ბინადრობს დიდ და პატარა ქალაქებში.

გამოცემაში FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებაც არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ქალაქებსა და სოფლებს შორის თანაფარდობა შემდეგნაირად გადანაწილდა. საქართველოს დიდ და მცირე ქალაქებში მოსახლეობის 54.5% ბინადრობს, ქალაქებიდან მაქსიმუმ სამი საათის სავალზე მდებარე სოფლებში ცხოვრობს მოსახლოების 35.8%, ხოლო სოფლებში, საიდანაც ქალაქამდე დაშორება 3 საათზე მეტია, მოსახლეობის მხოლოდ 9.7 % ბინადრობს.

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, კვლევა სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს:

პირველი-იგი გულისხმობს სახელწიფო აგრარული პოლიტიკის იმგვარად წარმართვას, რომ მცირე მეწარმეებს დიდ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის მიწოდების საშუალება მიეცეთ.

მცირე მეწარმეებისთვის უნდა გაუმჯობესდეს საკრედიტო პირობები და სახელმწიფომ სამართლებრივი წესით უნდა დაიცვას მცირე მეწარმეების საკუთრების უფლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მცირე მეწარმეები კონკურენტებთან თანაბარ, საკონკურენციო პირობებში იყვნენ წარმოდგენილნი.

მეორე მიმართულებას წარმოადგენს: შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექნა, სოფლების დაკავშირება დიდ საბაზრო ცენტრებთან. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საგზაო, ელექტრო თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, სასოფლო სამეურნეო და სასურსათო პროდუქტების საბაზრო ცენტრებამდე მიწოდებისთვის.

მესამე მიმართულება გულისხმობს, არა მხოლოდ დიდი და კარგად განვითარებული ქალაქების და სასოფლო ცენტრების ერთმანეთთან ინტეგრირებას, არამედ, დიდი ქალაქებისა და ნაკლებად განვითარებული ცენტრების ერთმანეთთან დაკავშირებას. კვლევის თანახმად, მცირე საქალაქო ცენტრებს, სასურსათო ნაწარმით ვაჭრობისთვის საჭირო, დიდი პოტენციალი აქვს.

კვლევა: „სახელმწიფო, სურსათი და სოფლის მეურნეობა“, 2014 წლიდან რეგულარულად ტარდება.

კვლევის ანგარიში ვრცლად: http://www.fao.org/3/a-I7658e.pdf

თქვენი რეკლამა