სიმონასეული – მაღალი ხარისხის სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად

სიმონასეული, ვაზის, ჯიში, ვენახი, საღვინე

სიმონასეული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, კონუსური, ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო ან კუმსი. მტევნები ფრთიანია, ხშირად ფრთები ორივე მხარეს უვითარდება.

მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო ფორმის. მუქი მოლურჯო ფერის, ცვილისებური ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ მკვრივი და წვნიანი. გემო სასიამოვნო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155 -166 დღეა. მტევნის წონა – 204 – 220 გრამი. საჰექტარო მოსავლიაონობა – 6 – 7 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა – 25.0 – 26.0 %, მჟავიანობა – 7.0 – 7.5 გ/ლ, pH – 3.40.

სიმონასეული გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად. ჯიში პერსპექტიულია მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა