სავაჭრო მისია ალმერიაში (აგრო გამოფენა, სასათბურე მეურნეობები)

96 Views

ევო ბიზნეს ქონსალთინგი და ალმერიის სავაჭრო პალატა ერთობლივად ახორციელებენ მრავალ ღონისძიებიან პროექტს – საქართველოში ალმერიის რეგიონის აგრარული გამოცდილების გამოყენების მიზნით.

2 აპრილს განვახორციელდა პირველი ღონისძიება ალმერიის რეგიონის აგრარული მოდელის პრეზენტაციის სახით, რომლიც გაიმართა ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

შემდეგი 2 ღონისძიება განხორციელებული იქნება ესპანეთში, კერძოდ ქალაქ ალმერიაში. 2019 წლის 20 მაისს გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან ალმერიის რეგიონისა და ესპანეთის სხვა რეგიონების კომპანიები, ინვესტორები და აგროსფეროს პროფესიონალები.

ამავდროულად ევო ბიზნეს ქონსალთინგის ორგანიზებით 19-დან 26 მაისის პერიოდში 10-მდე ქართული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას ქვემოთ აღწერილ სავაჭრო მისიაში.

ასევე, იგეგმება სავაჭრო მისია საპირისპირო მიმართულებით. ჩვენი ორგანიზებით ალმერიის რეგიონის კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში ადგილობრივი ბაზრის გასაცნობად და კონკრეტული ბიზნეს თანამშრომლობის დასამყარებლად.

ალმერიის რეგიონის აგრარული მოდელის პრეზენტაციის ღონისძიება ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

პროექტის აღწერა

ევო ბიზნეს ქონსალთინგი და ალმერიის სავაჭრო პალატა ორგანიზებას უწევენ სავაჭრო მისიას ალმერიის რეგიონში 10-მდე ქართული ორგანიზაციის (კომპანია, ასოციაციები, და კოოპერატივები და სხვა) წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი გაიცნონ ალმერიის აგრარული მოდელი, ალმერიის კომპანიები და კოოპერატივები, რათა შეისწვლონ მათი გამოცდილება, შეთავაზება და მათთან კონკრეტული თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ქართული ორგანიზაციები მიიღებენ ცოდნას და შექმნიან კავშირებს შემდეგი მიმართულებით:  

სასათბურე მეურნეობა ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით;

სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი პროდუქტები, როგორიცაა სათესლე მასალა, სანერგე მეურნეობა, სასუქი, მცენარის დამცავი, ბიოლოგიური და კლიმატური კონტროლის საშუალებები, სარწყავი სისტემები, სასათბურე მეურნეობის ინჟინერია, პლასტმასები, ფირები და სხვა;

სოფლის მეურნეობის მოსავალის მართვისა და გაყიდვის მეთოდები. ვიზიტის  ფარგლებში ვეწვევით სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში; გავეცნობით მათ გამოცდილებას დახარისხების, შეფუთვის, შენახვის და რეალიზაციის მიმართულებით;

ასევე გავეცნობით საქართველოს სრულიად უცხო, სოფლის მეურნეობის მოსავლის სააუქციონე ბაზრებსა და მათი საქმიანობის სრულ სისტემას.

20 მაისს გაიმართება საქართველოს პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან მოწვეული სპიკერები მიერ წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყანაში, მისი საჭიროებები და განვითარების შესაძლებლობები.

მისია მოიცავს საქართველოს პრეზენტაციაზე დასწრებას, საერთაშორისო გამოფენაზე „Info Agro“ დასწრებას და ვიზიტებს ადგილობრივ კომპანიებში. ჩვენი ვიზიტი იმ გვარად არის დაგეგმილი, რომ ქართულ ორგანიზაციებმა ნახონ და გაეცნონ ალმერიის მოდელის სრულს ციკლს და დაამყარონ ახალი კავშირები.

სავაჭრო მისიაში მონაწილეობის პირობები

სავაჭრო მისიაში მონაწილეობის ხარჯების 50% სუბსიდირებულია ალმერიის სავაჭრო პალატის მხრიდან. ხარჯებში გათვალისწინებულია ფრენა, სასტუმრო, გადაადგილება/ტრანსფერი და თარჯიმანი. კვება სუბსიდირებული არ არის. გამგზავრება მოხდება 19 მაისს თბილისიდან. დაბრუნების თარიღია 26 მაისი.

მისიაში მონაწილეობის საფასური არის 2,062 ევრო. მონაწილეს მხრიდან გადასახდელი თანხა შეადგენს, მთლიანი საფასურის 50%-ს – 1,031 ევროს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2019 წლის 29 აპრილი

რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით:

ლადო ხუციშვილი
(EVO Business Consulting)

ტელ: +995 599 07 22 12
ელ. ფოსტა: evo@ebc.ge

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ევო ბიზნეს ქონსალთინგი“.
*რედაქციას არ აქვს კავშირი ამ განცხადებასთან, ისარგებლეთ მითითებული კონტანქტებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB