სასაკლაოების გამოკვლევის ძირითადი შედეგები – სტატისტიკა

522 Views

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 143.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 32.2 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 67.8 პროცენტი – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3,002.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში 11,371.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.3 პროცენტი – ფრინველის, 15.4 პროცენტი – ღორის, 9.0 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 12.8 ათას პირს, საიდანაც 50.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 993 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა – 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 10.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 22.1 ლარი.

2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 92 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 16.3 პროცენტი – კახეთში, 12.0 პროცენტი – იმერეთში, 12.0 პროცენტი – შიდა ქართლში, 9.8 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქართველოში მოქმედი ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები რეგიონების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტალი

სასაკლაო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB