საფრანგეთში სუპერმარკეტებს პროდუქტების გადაყრა აუკრძალეს

121 Views

საფრანგეთის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად სუპერმარკეტებს ეკრძალებათ ვადაგაუსვლელი, ვარგისი საკვები პროდუქტის გადაყრა ან განადგურება-იუწყება გარდიანი (The Guardian).

კანონის თანახმად, 400მ2-ზე მეტი ფართის, საკვები პროდუქტის მაღაზიები, ვალდებულნი არიან დადონ ხელშეკრულება საქველმოქმედო ორგანიზაციებთან საკვების უფასოდ მიწოდების შესახებ.

კანონი მოქმედებაში დაუყოვნებლივ შევიდა, მისი დარღვევის შემთხვევაში, მაღაზიის მფლობელებს ელით ჯარიმა 75 000 ევრომდე ან 2 წლამდე სასჯელი. ისინი დაისჯებიან იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუტებს შეგნებულად გააფუჭებენ.

კანონის მიღებას, წინ სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივი კამპანია უძღვოდა. აქტივისტებს დაგეგმილი აქვთ, რომ მსგავსი ნორმები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საფრანგეთში ყოველწლიურად 7 მლნ. ტონა საკვები იყრება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB