კონკურსი პარტნიორი ფერმერების შესარჩევად

ფერმერი, პარტნიორი, მეფრინველეობა, გრანტი

ნუტრიმაქსი, ლიდერი ცხოველთა საკვების წარმოების მიმართულებით, აცხადებს კონკურსს პარტნიორი ფერმერების შესარჩევად, რომლებთან ერთადაც განავითარებს ახალი მეფრინველეობის ფერმებს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალტექნოლოგიური ბროილერის ფერმის ან ფერმების მოწყობა 25 000 ფრინველზე, სადაც შესაძლებელი იქნება წლიურად დაახლოებით 250 ტონა ქათმის ხორცის წარმოება.

მაღალტექნოლოგიური ფერმის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა ნულიდან დაწყების შემთხვევაში შეადგენს 300-350 ათას აშშ დოლარს. პროექტის განხორციელება იგეგმება როგორც პარტნიორთა (ნუტრიმაქსი და ფერმერული ოჯახი), ასევე სასესხო კაპიტალით.

პროექტის ფარგლებში ნუტრიმაქსი უზრუნველყოფს საჭირო რესურსების მიწოდებას და შემდგომ პროდუქციის რეალიზაციას. ფერმერის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება ფერმაში მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის წარმატებულად განხორციელება.

აღნიშნული წამოწყების მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, ფერმერული საქმიანობის მხარდაჭერა ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსებით, ასევე საწარმოო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შედეგად მივიღებთ თანამედროვე, მაღალპროდუქტიულ ფერმებს, რომლებიც ხორცპროდუქტებით ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებს მოამარაგებენ.

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს  – https://bit.ly/3fi82zS

თქვენი რეკლამა