საფრანგეთის პრეზიდენტი გლიფოსატის წინააღმდეგ

გლიფოსატი

2021 წლიდან საფრანგეთში გლიფოსატს აღარ გამოიყენებენ, განუცხადა პრესას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთში მიმდინარეობს სამუშაოები, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლიფოსატის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან.

22 მაისს საფრანგეთის პარლამენტში, სოფლის მეურნეობის და კვების ახალი კანონის განხილვა დაიწყო.

ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უსმენდნენ დებატებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: ჰერბიციდების აკრძალვა, ტკბილი და ცხიმიანი საკვების რეკლამა, სოფლის მეურნეობაში სამრეწველო მეთოდების შეზღუდვა (ორგანული წარმოების გაძლიერება) და სხვა.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრის, სტეფან ტრავერის მიერ წარდგენილ საკონამდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ გარკვეულ პუნქტებს რიგი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტმა ცვლილებების გარკვეული ნაწილი დაამტკიცა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

• 2022 წლიდან სასკოლო და მუშათა სასადილოებში შეტანილი პროდუქტების 50% ორგანულ მეურნეობაში უნდა იყოს წარმოებული;

• 2021 წლიდან რესტორნები ვალდებულნი იქნებიან მოხმარებელი უზრუნველყონ კონტეინერებით „doggy-bags“ რათა მათ, წაიღონ დარჩენილი საკვები (არ ეხება ობიექტებს რომლებიც იყენებენ „შვედური მაგიდის“ პრინციპს);

• 2023 წლიდან ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, შედიოდა და თუ არა გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტი, იმ ცხოველის კომბინირებული საკვებში, რომლისგანაც პროდუქტი დამზადდა. ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში კი მითითებული უნდა იქნას, რა ფიტოსანიტარული საშუალებები იქნა გამოყენებული მათ მოსაყვანად;

• კვების პროდუქტების რეკლამაში იკრძალება სიტყვის „უფასო“, მისი სინონიმის და ამ ფუძის სხვა სიტყვის გამოყენება.

პარლამენტმა არ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის გლიფოსატთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, 2021 წლიდან გლიფოსატის გამოყენება აღარ მოხდება მიუხედავად იმისა ჩაიწერება თუ არა ეს კანონში, რადგან პასუხისმგებლობა ამ საკითხზე პრეზიდენტმა აიღო.

თქვენი რეკლამა