სანერგე მეურნეობები სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთვებიან

140 Views

საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობები სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთვებიან.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, კვალიფიციურობის დადგენის მიზნით, კახეთის რეგიონში სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს.

საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობა შეძლებს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს.

სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ.

ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსები, ნიადაგი) და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.

სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა 2017 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვალიფიციურობა 80-მდე სანერგეს აქვს მინიჭებული.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს.

აღნიშნული კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.

იხიელეთ აგრეთვე: სანერგე მეურნეობების სია – „დანერგე მომავალში“ ჩართული სანერგეები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB