სამაცივრე მეურნეობები – გამოკვლევის ძირითადი შედეგები

სამაცივრე

2016 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 8107 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, 571 ერთეულს წარმოადგენს, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 1279 კაცი შეადგინა.

2016 წლის განმავლობაში, მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 280,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 44,9%-ს წარმოადგენდა ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27,1% მოდიოდა ხორცზე და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,6% – თევზზე, 6,0% – ხილზე და ხილბოსტნეულზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

სამაცივრე

სამაცივრე მეურნეობების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის განმავლობაში შესყიდულია 13,1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 15,6 მლნ ლარი შეადგინა.

2016 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 74,2 მლნ ლარის ღირებულების (21.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44,6%) იყო ადგილობრივი (საკუთარი წარმოების).

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 83,3% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის 40,3% მოდიოდა ხილზე და ბოსტნეულზე, 32,4% – ხორცზე და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათლით).

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 10,7% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზე- ბული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა (95,5%).

სამაცივრე მეურნეობების 27,6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 60,3% – სრულად, ხოლო 12,1% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 46,6%. აქედან უმრავლესობას (63,0%) სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 29,6%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 7,4%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

სამაცივრე მეურნეობების 16,1% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს. 15,3% კი მნიშვნელოვან ფაქტორად შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 15,1%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 13,8% ამის მთავარ მიზეზად მიიჩნევს სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, 13,8% – თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 13,2% – სუსტ კავშირს მწარმოებლებთან და 12,6% – მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას.

2016 წელს საქართველოში 58 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (43,1%) და ქ. თბილისში (20,7%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 13,8% მდებარეობს იმერეთის რეგიონში, 10,3% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი 12,1% – სხვა რეგიონებშია განთავსებული:

სამაცივრე

წყარო: საქსტატი

თქვენი რეკლამა