საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება

99 Views

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პროცესის თავისებურებები გააცნო და ისაუბრა სავეგეტაციო პერიოდში გამოყენებული ფოთლიდან კვების სხვადასხვა საშუალებების ეფექტურობაზე.

აგროტექნოლოგიური პროცესის უპირატესობის დადგენის მიზნით, მონაწილეთა მიერ საველე პირობებში ჩატარებულ იქნა საანალიზოდ აღებული ძნებისა და მცენარეების ლაბორატორიული დამუშავება.

ვარიაციული სტატისტიკის (ანოვა) მეთოდით დამუშავების შედეგად, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს ფოთლიდან მცენარეთა გამოკვების დახმარებით მოსავლიანობის გაზრდაში.

გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB