საერთაშორისო სამაგისტრო კურსი „აგრარული მენეჯმენტი“ (უფასოდ)

საერთაშორისო სამაგისტრო კურსი „აგრარული მენეჯმენტი” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), ვაინშტეფან-ტრისდორფის  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია).

ცხადდება კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში „აგრარული მენეჯმენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

გერმანიის ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გაძლევთ შანსს  სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს დასახელებულ იქნა  10 საუკეთესო საერთაშორისო სამაგისტრო კურსებს შორის გერმანიაში.

ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფან-ტრისდორფის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-ზე მეტმა ქართველმა, რომლებიც დღეს წარმატებულად საქმიანობენ  სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ კერძო აგროსექტორში.

ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა), რომლის დამთავრების შემდეგ, წარმატებული კანდიდატები  აგრძელებენ თეორიულ სწავლებას და ეძლევათ სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა გერმანული დიპლომი.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები:

→ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი  ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;

→ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი  ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;

→ გერმანული ენის საშუალო დონე  (A2-B1);

→ რეგისტრაცია (ონლაინ კითხვარი) მისამართზე: http://ima.hswt.de/de/ima-praktikum

რეგისტრაცია დაწყებულია, 6 მარტს (06.03.18) გერმანელი პროფესორთან შედგება გასაუბრება და ტესტი გერმანულ ენაში. შეხვედრა გაიმართება DAAD-ის თბილისის ოფისში. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლია იხილოთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ima.hswt.de/de/ 

ან დაუკავშირდეთ პროგრამის ამჟამინდელ მონაწილეს ნინო ნადიბაიძეს ელ.ფოსტა: nadibaidze_nino@yahoo.com

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.