რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა

64 Views

11-12 ივნისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  მედიატურის წარმომადგენლებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების ხელშეწყობაა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს მეღვინეობის, მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგების განვითარების მიმართულებით მზარდი პოტენციალი აქვს.

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი,  შპს მექანიზატორის სერვისცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული“,   შპს GEO-FLOWER, ღვნინის ქარხანა ,,ხვანჭკარა პრემიუმი“, ახლადგაშენებული ვენახი და კომპანია  ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს.

მედიატურის ბოლოს ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის, რაჭის რეგიონში განხორციელებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„მედიასაშუალებების ჩართულობა გამორჩეულ როლს თამაშობს იმ სტერეოტიპის დამსხვრევაში, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა არაპრესტიჟული და წამგებიანია. დღეს აგრარულ დარგში ბიზნესის კეთება შესაძლებელია. მთავარია  ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში,  შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომლის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. ასეთ რეგიონებში არის ყველა ის პირობა, რაც ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

უმნიშვნელოვანესია, რომ სოფლის მეურნეობის დარგით ახალგაზრდა თაობა დავაინტერესოთ. ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ინტერესი ნამდვილად გაზრდილია, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტების ნაკლებობას ჯერ კიდევ განვიცდით.

2015 წელს, სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო უპრეცედენტოდ მაღალი და 25 მლნ დოლარი შეადგინა. გვაქვს მიღწევები გადამამუშავებელი წარმოების და ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ სოფლის განვითარების მიმართულებით. ხელი მოეწერა ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ფაზა II, ENPARD საქართველო II). წლის ბოლომდე, სხვა სამინისტროების ჩართულობით, შემუშავებული იქნება სოფლის განვითარების სტრატეგია.

ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული სოფლის ისეთი მოდელი, რომელშიც  სოფლის მეურნეობა იქნება განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

იმედია მედიის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაკეთებული აქცენტი – დადებითად იმოქმედებს დარგობრივი მედიის ხელშეწყობაზე და განვითარებაზე.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB