ქართული ღვინოების მორიგი წარმატება იაპონიაში

ქართული, ღვინო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017“ ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა.

კერძოდ, კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.

2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“.  „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.

ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის“ „GAU5 WHITE ONE 2015“-მა და „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „ალექსანდროული 2015“-მა.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის“ სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015“, ”MAESTRO SAPERAVI 2015“ და „SAPERAVI RESERVE 2010“.

კონკურსში მონაწილოებდა 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.