ესპანეთი ევროპაში პირველია ორგანული წარმოებისთვის გამოყოფილი ფართობით

ბიომეურნე, ორგანული, მეურნეობა, ესპანეთი, ევროპა

ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს, ორგანული მეურნეობისთვის გამოყოფილი მიწის ფართობები, წინა წელთან შედარებით 4.8% -ით გაიზარდა და  2 355 000 ჰექტარს შეადგენს.

ორგანული მიწათმოქმედებისთვის გამოყოფილი ფართობები ესპანეთში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 7,5% -ით გაიზარდა და მისი წილი მთლიანი სოფლის მეურნეობის ფართობის 9.3%-ია.

ესპანეთი ორგანული მეურნეობის ფართობების თვალსაზრისით ევროპაში პირველი, ხოლო  მსოფლიოში მეოთხეა.

ამ მონაცემებით ქვეყანა აჩვენებს, რომ ევროპული ბიომრავალფეროვნების და „ფერმიდან ჩანგლამდე“ სტრატეგიების შესაბამისად სწორ გზაზე ვდგავართ. ამასთან, ჩვენ, გარემოსა და ეკონომიკურ მდგრადობას შორის საჭირო ბალანსი უნდა დავიცვათ, განაცხადა ესპანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლუის პლანასმა (Luis Planas).

ესპანეთში კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანი კულტურებისთვის ორგანული ფართობები 13%-ით, პარკოსნებისათვის 4.2%, ხეხილისთვის 9%, ბანანისთვის 25%, ციტრუსებისთვის 19%, ხოლო კენკროვანებისთვის 10%-ით გაიზარდა.

ორგანული ვენახებისთვის განსაზღვრული მიწის ფართობები 7%-ით გაიზარდა.

ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ძირითადად ხილი და ბოსტნეული) სერთიფიცირებული გადამამუშავებლების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე 8,5% -ით გაიზარდა და 9,635 ერთეულს მიაღწია.

წყარო: Green planet

თქვენი რეკლამა