ქართულ სუნელებში – მძიმე მეტალები დასაშვებ ნორმებშია

ქართული, სუნელი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აგრარულ დარგში ამ ეტაპზე არსებულ აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

პრესკონფერენციაზე გარდა სხვა აქტუალურის საკითხებისა, საუბარი შეეხო ქართულ სუნელებზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას.

მინისტრის განცხადებით, ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი, შესწავლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა დასაშვებ ნორმებშია.

ერთეული ფაქტები, რომელიც დაფიქსირდა, საჭიროებს დამატებით შესწავლას იმისთვის, რომ დადგინდეს, რა იყო პრობლემის მიზეზი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრძელებს ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს, რომელთა შედეგებიც მოგვიანებით ეცნობება საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში.

აშშ-ში ქართული პროდუქტის ექსპორტზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.

პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენის, საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გახსნის შესახებ.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.

გამოფენა მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნება 4 თვეს გაგრძელდება და ნოემბრის ბოლოს დაიხურება.

თქვენი რეკლამა