ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა

ღვინო

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

  • ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო;
  • ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაიამ;
  • ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ;
  • ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” – მიხეილ კვირიკაძემ;
  • ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” – რევაზ ხეცურიანმა

ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;  საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO – ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.

ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია “მარანი ხეცურიანი”-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

ფილმის ტრეილერი

თქვენი რეკლამა