ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს რეაბილიტირებული გზის გახსნა

111 Views

ისტორიული ცუცხვათის ციხესთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი.

დღეს, ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ორპირი–ცუცხვათი–მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი.

ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი.

აღნიშნული გზა ისტორიული ცუცხვათის ციხის და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მიდის, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით და ავტომანქანების სადგომი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB