ორგანული სატაცური სომხეთიდან

291 Views

უახლოეს დღეებში კომპანია „Davtyan Farms“, რომლის მეურნეობა განთავსებულია სომხეთში, სიუნიკის რაიონში ორგანული სატაცურის (Organic Asparagus) მოსავლის აღებას დაიწყებს.

ევროპაში პოპულარული და კავკასიური სამზარეულოსთვის არატრადიციული ბოსტნეულის წარმოების შესახებ, კომპანია „Davtyan Farms“ თანამფლობელი დავიდ დავთიანი გვიამბობს.

– მეურნეობა 2001 წელს მამაჩემის, სამველ დავთიანის მიერ დაფუძნდა, ეს ოჯახური ბიზნესია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ორგანულ პროდუქტს ვაწარმოებთ. ჩვენი დევიზია „ჯანმრთელი გარემო, ჯანმრთელი პროდუქტი, ჯანმრთელი ორგანიზმი – მსოფლიო ჯანმრთელ პროდუქციას ითხოვს.“

ამჟამად ჩვენს ფერმა 40 ჰა ტერიტორიას მოიცავს, ჩვენ მოგვყავს სატაცური, რამდენიმე სახის მარცვლეული კულტურა. ტერიტორიის ნაწილი გამოყოფილია სანერგე მეურნეობისთვის, სადაც სხვადასხვა ხეხილის ნერგებს ვაწარმოებთ.

2011 წელს გარე და შიდა ბაზრების შესწავლის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ბიზნესისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა, ჩვენი რეგიონისთვის არატრადიციული და ამასთან მოთხოვნადი კულტურების წარმოება.

რა თქმა უნდა კულტურა შეთავსებადი უნდა ყოფილიყო ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან. ამ ფაქტორების და მოსავლიანობის გათვალსიწინებით არჩევანი სატაცურზე შევაჩერეთ.

სატაცური, ბიო, ორგანული

ორგანული სატაცურის წარმოებისთვის 3 ჰა გვაქვს გამოყოფილი.

სატაცური ბუნებრივ პირობებში მოგვყავს, ეს მარტივი არ არის, რადგან კულტურა მგრძობიარეა წაყინვების და სეტყვის მიმართ. ჩვენ მხოლოდ ხელით შრომას ვიყენებთ, თუმცა ორგანული წარმოება ყოველთვის უფრო შრომატევადია.

სატაცური

მოსავლის აღება ჩვენთან ორი თვე მიმდინარეობს – მაისში და ივნისში.

პროფესიონალი აგრონომის სამველ დავთიანის ცოდნისა და გამოცდილების, აგრეთვე ევროპელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით ჩვენ მოსავლიანობის მარალ შედეგს მივაღწიეთ, ამასათან აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და არა რაოდენობაზე.

სატაცური, ბიო

ორგანული სატაცურის ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს, პერსპექტივებზე ლაპარაკი ძნელია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

წყარო: East-Fruit.com

იხილეთ აგრეთვე: სატაცური – თესვა, ჩითილის გამოყვანა, დარგვა, მოვლა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB