ორგანული პროდუქტის სერთიფიცირების ელექტრონული სისტემა

ევროკომისია იმპორტირებული ორგანული პროდუქტის, სერთიფიცირების ელექტრონული სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოდის,-იტყობინება organic-europe.net.

შეტყობინების თანახმად, სერთიფიცირების ელექტრონული სისტემის დანერგვა, მიმართულია ორგანული პროდუქტის მიკვლევადობის გაუმჯობესებისა და თაღლითობის პოტენციური რისკის შემცირების მიზნით.

„ეს სისტემა არა მხოლოდ გაამარტივებს ბაზარზე ოპერატორების საქმიანობას, არამედ გაზრდის მომხმარებლის ნდობას-ორგანული პროდუქტის მიმართ“,-აღნიშნა სოფლის მეურნეობის კომისარმა ფილ ჰოგანმა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება იმპორტირებული ორგანული პროდუქტის, სერთიფიცირების ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ, ძალაში შევა უახლოესი 6 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც განხილული იქნება რეკომენდაციები და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის განცხადება, მიკვლევადობის კონტროლის სირთულის შესახებ.

ელექტრონულ სისტემაზე სრული გადასვლა 2017 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

თქვენი რეკლამა