ნორვეგიაში ტყის გაჩეხვა 100% – ით აიკრძალა

348 Views

ნორვეგიის ხელისუფლებამ, 26 მაისს გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ – ტყის ჩეხვის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიაში 100% – ით აიკრძალა ტყის გაჩეხვა.

ხელისუფლების გადაწყვეტილება – ნორვეგიის ტროპიკული ტყეების დაცვის ფონდის (Rainforest Foundation Norway) დამსახურებაა, რომელიც ამ საკითხს მრავალი წლის განმავლობაში ლობირებდა.

სკანდინავიური ქვეყანა ირწმუნება, რომ აღარ გამოიყენებს იმ პროდუქტებს, რომელთა მოხმარებაც ხელს უწყობს ტყის განადგურებას.

შემოღებული აკრძალვა, ნორვეგიის პარლამენტის ენერგეტიკისა და გარემოს მუდმივმოქმედი კომიტეტის (Standing Committee on Energy and Environment)- ბიომარავლფეროვნების სარეალიზაციო გეგმის (Action Plan on Nature Diversity) ნაწილია.

„ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე კომპანიამ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა იმ პროდუქტების შეძენას, რომელთა წარმოებაც დაკავშირებულია ტყის გაჩეხვასთან. ძალიან პოზიტიურია, რომ სახელმწიფომ მათ მაგალითს მიბაძა“,- განაცხადა ნილს რანუმმა, ტროპიკული ტყეების დაცვის ფონდის ერთერთმა ხელმძღვანელმა.

ნილს რანუმმა სხვა ქვეყნებსაც, კერძოდ გერმანიას და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა შეაჩერონ ტყის განადგრურება.

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ტყის გაჩეხვა აკრძალა, გარდა ამისა ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოში აქტიურად მონაწილეობს ტყეების დაცვის საქმეში. ნორვეგიის მხარდაჭერამ ტანზანიაში და ბრაზილიაში 214 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ლიბერიას 150 მილიონი დოლარი გამოუყო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებიც სხვა ქვეყნებიც გააქტიურდნენ, მაგალითად ინდოეთი საკუთარი ტყეების დაცვისა და აღდგენისთვის 6.2 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB