Nestle-მ რძეზე ალერგიის ტესტირების ტექნოლოგია შეიძინა

45 Views

DBV Technologies-თან კონტრაქტის ღირებულება 100 მილიონი ევროა.

Nestle-მ, გაზარდა საკუთარი საქმიანობა მედიცინის სექტორში, დადო რა 100 მილიონი ევროს მოცულობის კონტრაქტი DBV Technologies-თან.

შვეიცარული ჰოლდინგი ავანსის სახით 10 მლნ. ევროს გადაიხდის. თანამშრომლობის მიზანი ბავშვებისთვის განკუთვნილი, ძროხის რძის ტესტირების ტექნოლოგიის შექმნა და ბაზარზე გამოტანაა.

Nestle-ს აქტიურობა მედიცინის სექტორში, ეყრდნობა კომპანიის პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც, ეს მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იგი გაყიდვების საერთო მოცულობას გაზრდის.

Nestle-მ, მსგავსი ხელშეკრულებები გააფორმა მთელ რიგ მცირე კომპანიებთან, რითაც ცდილობს შექმნას ახალი ბიზნესი, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს პროდუქტებსა და ფარმაცევტულ პრეპარატებს შორის.

ფრანგული ბიოტექნოლოგიების კომპანიის DBV Technologies-ის აქციების ფასი, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 5%-ით გაიზარდა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB