მზის ელექტროსადგურებისთვის ადგილების შერჩევა იწყება

609 Views

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, – გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ინვესტორი, 18 თვის განმავლობაში, 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.

„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ.

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით.

ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB