მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა აპრილიდან გაგრძელდება

887 Views

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის ბენეფიციარებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროგრამის ბენეფიციარებმა მინისტრს უშუალოდ გააცნეს საკუთარი ხედვები პროგრამის შესახებ, ისაუბრეს თავიანთი ბიზნესის წამოწყებისა და წარმატების შესახებ და აღნიშნეს ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერების, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის.

„შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი – აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ.

გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება.

დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB