მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პროექტი იწყება

111 Views

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ.

პილოტური პროექტი აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სათბური ეფექტის მქონე აირების ნაგავსაყრელებზე წარმოქმნის შემცირება და იმ მწვანე ნარჩენების გამოყენება, რაც რეგიონული ნაგავსაყრელების მოცულობის 50%-ს იკავებს.

პილოტური პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე და ქ.მარნეულის მერი.

პილოტური პროექტი ეხმარება მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაში. კერძოდ, შეძენილ იქნა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი კონტეინერი მარნეულის სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას.

პროექტის მიზანია იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიანად გამოყენება, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის დაახლოებით 50%-ს იკავებს, და ამ გზით სათბურის აირების ემისიების შემცირება.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის  და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

პილოტური პროექტის პრეზენტაციის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა პროექტის დადებითი მხარეები და სარგებელი, აგრეთვე მარნეულის კომპოსტირების საწარმოს პრობლემები მწვანე ნარჩენების შეგროვება-გასაღებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ სტუმრებმა კომპოსტირების საწარმო მოინახულეს.

დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. აამავე დროს გაიმართა საინფორაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.

ღონისძიების დასასრულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ერთ-ერთ სამიზნე საბავშვო ბაღში წარმოადგინა  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კუთხით ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და დაარიგა გარემოსდაცვითი საინფორმაციო მასალები.

იხილეთ აგრეთვე: კომპოსტი – ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB