კვლევითი ცენტრი – კალიფორნიის უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

68 Views

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და კალიფორნიის უნივერსიტეტი (დევისი) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კალიფორნიის უნივერსიტეტის – (დევისი) პროფესორი, ლაბორატორია „DILAB”-ის დირექტორი, კურტ კორნბლუტი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის მთავარ მიზანს აგრარული მიმართულებით პროფესიული სასწავლო პროგრამების განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყველა სადემონსტრაციო ნაკვეთები გამოიყენონ.

ასევე ქართულ და კალიფორნიულ მხარეებს შორის მოხდება პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია აგრარული მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, დმანისში სასოფლო სამეურნეო ცხოველთა სასელექციო სადგურის მოწყობა იგეგმება და მემორანდუმის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იქ დაგეგმილ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB