კომპანია „კარტლისი“

კარტლისი

საქართველო მიწათმოქმედთა უძველესი ქვეყანაა. საქმიანობის ეს სფერო საქართველოსთვის მხოლოდ მეურნეობის დარგი კი არ არის, არამედ მისი ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

თითქმის ყველაფერი, უშუალოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი მიწათმოქმედების არეალის მდიდარ ტრადიციებს.

საქართველოში სოფლის მეურნეობა დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება და კომპანია „კარტლისი“ ამაყობს, რომ ამ განვითარებაში მისი დაუღალავი შრომა და უდიდესი წვლილია შეტანილი.

„კარტლის აგროსისტემები“ ქართულ ბაზარზე უკვე 22 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა აგრო სფეროში.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც კომპანია ცდის ახალ ჯიშებს, პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს.

გთავაზობთ ვიდეოს კომაპანია „კარტლისის“ შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=Iov2kAukWac&t=1s

ვიდეო მოგვაწოდა კომაპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა