კომბინირებული საკვების თანამედროვე საწარმო „ინვეტ ფიდი“ გაიხსნა

156 Views

მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო „ინვეტ ფიდი“ გაიხსნა.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 700 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 350 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის 4,500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

„ინვეტ ფიდი“ სხვადასხვა ტიპის კონცენტრატსა და გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმო, რომელშიც 16 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 1400 ტონაზე მეტი კომბინირებული საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტს HACCP მიიღებს. HACCP-ის სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 4550 დოლარს შეადგენს.

საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას მხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 არსებული საწარმოს გადაიარაღება და 154 ახალი საწარმოს შექმნა.

2013 წლიდან „ერთიანი აგროპროქტის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიხსნა 6 ახალი საწარმო და გაფართოვდა 10 საწარმო. სრული ინვესტიციამ 2,589,644 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი კი 648,469 აშშ დოლარია.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB