კომბაინი მოსავლის ხარისხს აღების პროცესში დაადგენს

კომბაინი

კომპანიებმა New Holland Agriculture-მ და Dinamica Generale-მ განაცხადეს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანიც აგრობიზნესში ინოვაციის დანერგვა და ჭკვიანი ტექნიკის შექმნაა.

New Holland-ის პრესამსახურის ცნობით, კომბაინი New Holland FR აღიჭურვება NIR (ინფრაწითელი) ანალიზატორით. ეს ტექნოლოგია საკვები კულტურების (სასილოსე და საფურაჟე კულტურები) მოსავლის აღების პროცესშივე დაადგენს ნედლეულის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: მშრალი ნივთიერების წილი, სახამებელი, ნედლი პროტეინი, უჯრედისი…

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ NIR ანალიზატორის გამოყენება, ფერმერის ყოველდღიურ სამუშაოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. დღეს ინფრაწითელი ტექნოლოგიების გამოყენება მრპ-ის საკვები კულტურების მაღალი ფასების გამო, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“-ამბობს ანდრეა Dinamica Generale-ს გენერალური დირექტორი.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ NIR ანალიზის სისტემა, ინტერნეტის საშუალებით, ყველა მონაცემს მოსავლის აღების პროცესშივე მიაწვდის ფერმერს.

თქვენი რეკლამა