კიტრის, საზამთროს, ნესვის და გოგრის მყნობაზე ტრენინგი ჩატარდა

მყნობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, მორიგი ტერნინგი ჩაატარეს.

ტრენინგზე ფერმერები, აგარარული მიმართულების სტუდენტები და დაინტერესებულ პირები კიტრის, საზამთროს, ნესვის და გოგრის მყნობის ტექნოლოგიებს გაეცნენ.

სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში.

მონაწილეებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს ფერმერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

თქვენი რეკლამა