კენკროვანი კულტურების გაშენების შესაძლებლობების განხილვა

კენკროვნები, კენკრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი კვიპროსული კომპანიის K. Hamboullas & Son Ltd. თავმჯდომარეს, მარიოს ჰამბულას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კენკროვანი კულტურების გაშენების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სტუმრებს კენკროვანი კულტურების განვითარების სახელმწიფო პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში აგრარული დარგის პოტენციალსა და უცხოური ინვესტიციების განხორცილების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, კენკროვანი კულტურების გაშენება საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

კომპანია K. Hamboullas & Son Ltd. თავმჯდომარის მარიოს ჰამბულას განცხადებით, საქართველოს ნიადაგი და კლიმატი კენკროვანი კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ქვეყანას კონკურენტუნარიანი, საექსპორტო პროდუქციის წარმოების და, შესაბამისად, იმპორტის ჩანაცვლების რეალური პოტენციალი აქვს.

შეხვედრის მონაწილეებმა კენკროვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და საქართველოში მაღალმოსავლიანი ჯიშების შემოტანაზე იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს საპატიო კონსული კვიპროსში ლოიზოს მარკიდესი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თქვენი რეკლამა