იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები

131 Views

იტალიური კალიის გამოვლენისა და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები მიმდინარეობს.

კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად USAID-ის უფროსი ტექნიკური მრჩეველი და პროექტის მენეჯერი იანენენეჰ ბელაინეჰი, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ.

მიმდინარე კვლევებით შესაძლებელია, შეფასდეს არსებული რისკები და დაიგეგმოს მავნებლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებები.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება.

იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს. წელს ქიმიური წამლობა მაისის ბოლოს არის დაგეგმილი, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნათესების დაცვას განადგურებისაგან და ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნათესებში კალიის გამოჩენის შემთხვევაში მიმართოს სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოს ან დარეკოს ცხელ ხაზზე: 247 01 01.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
კრედო ბანკი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB