ისრაელში ფერმერები ხორცის თავისუფალ იმპორტს აპროტესტებენ

119 Views

ისრაელის ფერმერთა გაერთიანების თავმჯდომარემ მეირ ცურმა და გენერალურმა მდივანმა ავშალომ ვილანმა, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიმართეს მოთხოვნით, რომ აღნიშნულმა უწყებებმა უარი თქვან გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ახალი ხორცის იმპორტზე ქვოტებისა და გადასახადების გაუქმებას,-იტყობინება სააგენტო Israelinfo.co.il.

ისრაელის ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელები თვლიან, რომ ადგილობრივი პროდუქცია ვერ გაუწევს კონკურენციას, ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილ ხორცს, აქედან გამომდინარე ქვოტებისა და გადასახადების გაუქმება, მძიმე დარტყმა იქნება ფერმერებისთვის და შემოსავლების გარეშე დატოვებს ათასობით ოჯახს.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა მოშე კახლონმა, ქვეყანაში სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირების მიზნით დაიწყო რეფორმა, რომელიც ხორცის იმპორტზე ქვოტებისა და გადასახადების გაუქმებას, ადგილობრივი ფერმერებისთვის კი სუბსიდიების დაწესებას ითვალსიწინებს.

ფინანსთა სამინისტრო, ამგვარი რეფორმის შესახებ უკვე მოელაპარაკა კვერცხის მწარმოებლებს. მათ, პირდაპირი სუბსიდიების სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადეს დარგის ლიბერალიზაციაზე.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB