იაპონურ პროდუქტებში რადიოაქტიური ელემენტები აღმოჩნდა

163 Views

იაპონიის 17 პრეფექტურაში, ძირითადი საკვები პროდუქტების 0.1%-ში, რადიოაქტიური ელემენტის მაღალი შემცველობაა აღმოჩენილი, იტყობინება The Mainichi იაპონიის სოფლის, ტყის და თევზის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

იაპონიის ხელისუფლება, სოფლის მეურნეობის და ზღვის პროდუქტებს რადიოატქიური ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმებას, ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა 1-ზე 2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ ახორციელებს.

ავარიის შემდეგ ცეზიუმის (Cs) მაღალი დონე აღმოჩენილი იქნა ბრინჯში და საქონლის ხორცში, შესაბამისად ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული ღონისძიებების გატარება, სასურსათო პროდუქციის დაბინძურების რისკის შემცირების მიზნით.

2012 წელს სასურსათო პროდუქტებისთვის, დადგენილი იქნა ცეზიუმის შემცველობის უმაღლესი დასაშვები დონე 100 ბეკერელეი-1 კილოგრამზე.

იაპონიის სოფლის, ტყის და თევზის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ცეზიუმის მაღალი დონე ამჟამად ფიქსირდება: მტკნარი წყლის თევზის, გარეული ფრინველის, ბოსტნეულის ველური სახეობის და „ძნელად საკონტროლო კულტურების“ შემადგენლობაში.

იაპონიის 17 პრეფექტურის, სასურსათო შემოწმების საერთო ღირებულებამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB