ღვინის ექსპორტის 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები

ღვინო

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 21%-ით მეტია.

ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტი გაზრდილია:

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 42% (628022), ჩინეთი – 7% (600783) და აშშ – 1032% (128145);

ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 75% (104616), საფრანგეთი – 24% (17406), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 6% (4500);

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი – 17% (8688854), ბელარუსი – 1389% (80394), აზერბაიჯანი – 8% (8814), მონღოლეთი – 189% (66012) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი  (8688854), უკრაინა (976482),  პოლონეთი (628022), ჩინეთი  (600783) და ყაზახეთი  (346152). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10  ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.

მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით  13%-ს აღწევს.

თქვენი რეკლამა