გერმანიაში ორგანული მეურნეობების ფართობს ზრდიან

ორგანული

გერმანიაში თანმიმდევრულად ზრდიან ორგანული მეურნეობების ფართობს, გასულ წელს ორგანულად დამუშავებული მიწების ფართობი 9,7%-ით, ხოლო ორგანული მეურნეობების რიცხვი 8,3%-ით გაიზარდა.

თუ ზრდის ტენდენცია ამ სიჩქარით გაგრძელდა, ფედერალური ხელისუფლება მიაღწევს დასახულ მიზანს – 2030 წლისთვის ორგანული მეურნეობების ფართობი 20%-ს უნდა შეადგენდეს.

გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ორგანული სოფლის მეურნეობის განითარების 2017 წლის შედეგები შეაჯამა.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით ორგანულად დამუშავებული მიწების ფართობი 9,7%-ით გაიზარდა და მიაღწია 1,373 მლნ. ჰა-ს, ამგვარად გერმანიის სასოფლო-სამეურნეო მიწების 16,7 მლნ. ჰა-დან დღეისთვის ორგანულად მუშავდება 8,2 %.

ორგანული მეურნეობების რიცხვი 2017 წელს 8,3%-ით გაიზარდა, ამ მიმართულებით დასაქმებულია 29 397 ადამიანი. გერმანიის 267 800 სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის 11% ორგანული წარმოების პრინციპებით ხელმძღვანელობს.

2017 წლისთვის, ორგანული მეურნეობების ფართობით პირველ ადგილზე ბავარია იყო (314 182 ჰა), შემდეგ ბადენ-ვიურტენბერგი (165 640 ჰა) და ბრანდენბურგი (155 431 ჰა).

მხოლოდ ბავარიაში 8 195 ორგანული მეურნეობაა.

თქვენი რეკლამა