გერმანია აგროქიმიკატების გამოყენების პირობების გამკაცრებას გეგმავს

აგროქიმიკატი

გერმანია ბიომრავაფეროვნების შენაჩუნებისთვის, ფერმერებისთვის ქიმიური პრეპარატების გამოყენების პირობების გამკაცრებას და ბიოპესტიციდების სუბსიდირებას გეგმავს.

გერმანიაში მწერების რაოდენობა ბოლო 27 წლის მანძილზე 75%-ით შემცირდა, ამის ძირითადი მიზეზი სარეველების წინააღმდეგ პესტიციდების არაპროპორციული (ჭარბი) გამოყენებაა-წერს როიტერი.

გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ განცხადა რომ, ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით დამუშავებული ფართობების წილის გაზრდა იგეგმება.

ამისთვის იგეგმება ბიოპესტიციდებით მცენარეთა დაცვის სუბსიდირება და აგროქიმიკატების გამოყენებაზე ნებართვის მიღებისთვის პროცედურის გამკაცრება.

კვებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჯულია კლიოკნერის განცხადებით სამინისტრო, გლიფოსატის გამოყენების შემცირებისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე მუშაობს.

უფრო ადრე, გერმანიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის გეგმებს ნეონიკოტინოიდების შეზღუდვაზე, რომლებიც ფუტკრის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ნეონიკოტინოიდი – მცენარეთა დაცვის გარკვეული საშუალება, ფუტკრებისთვის სამი ცნობილი ნეონიკოტინოიდური ინსექტიციდი არის მიჩნეული ყველაზე საფრთხისშემცველად – clothianidin, imidacroprid და thiamtethoxam.

ნეონიკოტინოიდის გამოყენება ევროკავშირში 2013 წლიდან შეიზღუდა.

თქვენი რეკლამა