გერმანელი ფერმერები გვალვის გამო კომპენსაციას მიიღებენ

გერმანიაში არახელსაყრელი ამინდის გამო, აგროსექტორის ყოველი 25-ე წარმომადგენელი დაზარალდა.

გერმანიის სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი იულია კლეკნერი (Julia Klöckner), ფერმერებს დაპირდა, რომ ისინი მიიღებენ კომპენსაციას, მთლიანობაში 340 მლნ. ევროს ოდენობით.

„მე ვაცხადებ, რომ წლევანდელი გვალვა ეროვნული მასშტაბის მოვლენაა“-განაცხადა მინისტრმა ოთხშაბათს ბერლინში.

ის ფერმერები და კომპანიები, ვისი აგრობიზნესიც გაკოტრების ზღვარზეა, შემოწმების შემდეგ, მოსავლის 30%-ზე მეტი დანაკარგის შემთხვევაში, ფედრალური პროგრამიდან დახმარებას მიიღებენ.

კლეკნერის თქმით, გერმანია, 1881 წლიდან მიმდინარე ამინდის ჩანაწერების მიხედვით, ყველაზე მაღალი ტემპერატურული ანომალიის წინაშე აღმოჩნდა.

მთლიანობაში, 10 000-ზე მეტმა გერმანულმა კომპანიამ და ფერმერმა (დაახლოებით ყოველი 25-ე) განაცხადა კრიზისული მდგომარეობის შესახებ.

ხელისუფლება კომპენსაციის გარდა მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებზეც ფიქრობს.

თქვენი რეკლამა